28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – გადავლახოთ ბარიერი ცოფთან ბრძოლაში!
აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.
ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია.
უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცოფზე ვაქცინაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი – ხარაგაული – სოლომონ მეფის ქ. 19 ა (პოლიციის ყოფილი შენობა).
ამ სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ხარაგაულში ავთანდილ ვეფხვაძე ამბობს, რომ ცოფზე ვაქცნაციას მათი სამსახურის თანამშრომლები სოფლებში კარდაკარ ატარებენ. მისი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 4 450 შინაური ცხოველი (ძაღლი, კატა) აცრეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი