

27 სექტემბერს, 16:00 საათზე, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლს „ბამბაზიის სამოთხე“ მასწავლებლებისთვის გამართავს.
სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ათ წელზე მეტია, ტრადიციულად სპექტაკლს თამაშობენ. მისივე თქმით, ამჯერად სპექტაკლზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლებისა და საბავშვო ბაღების 200-მდე მასწავლებელს ელოდებიან.
სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია როგორც პედაგოგებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
„ბამბაზიის სამოთხე“ აფხაზეთის ომით მიყენებულ, მარად მოუშუშებელ ტკივილზეა და ამიტომ სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვაჩვენებთ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – თან ეს სპექტაკლი ხარაგაულში მხოლოდ ერთხელ გავმართეთ. ასე რომ, ველოდებით მაყურებელს“.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ამ სპექტაკლით იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2024“ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა