დღეს, 18 სექტემბერს, თბილისში „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) კვლევის ანგარიშის – „საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მედიისა და მოქალაქეებისთვის 2023-2024“ პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარისხის მიხედვით მიმოიხილავს შედარებით ღია და სრულად გაუმჭვირვალო ცენტრალურ და რეგიონულ უწყებებს.
კვლევამ ასევე გამოკვეთა, რა საკითხებით ინტერესდებოდა ყველაზე ხშირად ქართული მედია გასული ერთი წლის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა შედგა 46 ადგილობრივ და ეროვნულ მედიასაშუალებასთან, მათ შორის – მედიაორგანიზაციასთან „ჩემი ხარაგაული“.
„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა.
პროექტის მიზანი იყო მედიასაშუალებების მხარდაჭერა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და დროულად მიღების მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. ასევე, მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და საჯარო უწყებების მხრიდან ამ ინფორმაციაზე რეაგირების მონიტორინგი.
კვლევის ფარგლებში „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მონიტორთა გუნდმა სახელმწიფოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად გაცემის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც იმუშავა.
მონიტორინგის შედეგად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირებამ სისტემური პრობლემა გამოიკვეთა. შეიქმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ამ მონაცემებს.
საგულისხმოა, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მიღების წესს, ადმინისტრაციულ უწყებების ვალდებულებაა უზრუნველყონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დროული და ჯეროვანი მიწოდება.
ერთწლიანი კვლევის განმავლობაში „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედ 46 მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა. ამ პერიოდში პროექტში ჩართული აქტორების დახმარებით და მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებში და სამთავრობო უწყებებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გაგზავნილი 1863 წერილი შეგროვდა და დამუშავდა.
წერილების საერთო რაოდენობიდან 1099 წერილზე ჟურნალისტებმა მიიღეს პასუხი, თუმცა თითქმის ერთი მესამედი, 341 (31%) – კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, რაც გარდა იმისა, რომ ნათლად მიანიშნებს მმართველობითი ინსტიტუტების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ღიაობის ხელშეწყობის დაბალ ხარისხზე, ასევე მედიისთვის დაგვიანებით მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში კარგავს რელევანტურობას, რაც მათ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორია.
დაბრუნებული პასუხების საერთო რაოდენობიდან კი, მხოლოდ 44% (488) პასუხობდა მოთხოვნას სრულყოფილად, ხოლო 52% (569) ნახევარზე მეტი – მხოლოდ ნაწილობრივ იძლეოდა გამოთხოვილ ინფორმაციას, რაც ასევე მედიისთვის ხარისხიანი მასალის მოსამზადებლად ხელოვნურ ბარიერებს წარმოადგენს. 27 (2%) წერილის პასუხად უარი გამოიგზავნა, 15 (1%) წერილს კი სხვა სტატუსი აქვს.
სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები და დეტალური მონაცემები კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კვლევის დოკუმენტში. ერთწლიანი კვლევის ფარგლებში, ასევე საინტერესო მაჩვენებელია თუ რა თემებით ინტერესდებოდა ქართული მედია ყველაზე ხშირად, ასევე ვრცლად კვლევაში შეგიძლიათ იხილოთ ყველაზე ხშირად რომელ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართავდნენ ჟურნალისტები საქართველოს რეგიონების მიხედვით.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ:
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“, აღნიშნული პროექტი აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი