ახალი სასწავლო წლის დაწყება ხარაგაულის გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
გიმნაზიის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება ამავე გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) მიულოცა.
მან შეკრებილ საზოგადოებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევა გადასცა. მეუფე მელქისედეკი დღეს პოლონეთში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის კურთხევაზე იმყოფება.
„სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, – აღნიშნა დეკანოზმა პავლემ, – განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაბიჯეს ცოდნის სამყაროში. დიდი მადლობა გიმნაზიის პედკოლექტივს. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი მოსწავლეების წარმატებისთვის. გიმნაზიის კურსდამთავრებულები კი საუკეთესო შედეგებს აღწევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
დიდი მადლობა იმ მშობლებს, რომლებმაც მათთვის ყველაზე ძვირფასი – შვილების აღზრდა-განათლება მოგვანდეს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ 149 წლის ისტორიის მქონე გიმნაზიამ თქვენი იმედები გაამართლოს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების სახელით გიმნაზიელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მიულოცა. ის თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში გიმნაზიის კოლექტივს მხარდაჭერას დაჰპირდა.
გიმნაზიის ეზოში შეკრებილთ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე მიესალმა. მან საზოგადოების განვითარებაში მასწავლებლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ჯანსაღად შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს და კარგად ისწავლონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში სწავლას 2 025 მოსწავლე შეუდგა. მათგან 155 პირველკლასელია.
გიმნაზიაში გამართული საზეიმო ღონისძიების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე.
ფოტოზე: ხარაგაულის გიმნაზიის პირველკლასელები პირველ მასწავლებელ მარიკა ტაბატაძესთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი