

„კივიტას გეორგიკა“ აგრძელებს მიგრაციის მიმართულებით მუშაობას და ამჯერად გიწვევთ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს პროექტში მონაწილეობისთვის.
პროექტი ხორციელდება კივიტასის ჩეხ, სლოვაკ და პოლონელ პარტნიორებთან ერთად, ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შერჩეული სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც შედგება ონლაინ ტრენინგებისა და გასვლითი ხუთდღიანი სამუშაო შეხვედრისგან.
პროგრამის დასრულების შემდეგ, პედაგოგები ჩაატარებენ ტრენინგებს თავიან სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან, მაღალკვალიფიციური ქოიჩების მხარდაჭერით.
სასწავლო პროგრამის მიზანია, მონაწილეთა კომპეტენციის გაზრდა და პედაგოგიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ქსენოფობიის, რასიზმისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართული საკითხების პრაქტიკაში გამოყენებისთვის.
პროგრამა დაფუძნებულია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია – OPU-ს მიერ შემუშავებულ 10 წლიან მოდელზე, რომელიც მიგრანტების მიმართ ანტიდისკრიმინაციული ცნობიერების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და პროექტის ფარგლებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯი ანაზღაურდება. პედაგოგების მიერ განხორციელებული სწავლება ანაზღაურებადია.
ტრენინგები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ განაცხადი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
ონლაინ განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა