

ხარაგაულელ მოსწავლეთა ჯგუფი 30 ივლისს ქუთაისში, კადეტთა სასწავლო ლიცეუმის კლუბში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს შეხვდა.
ლიცეუმის კლუბში თემა „სამოქალაქო თავდაცვა და სამხედრო განათლება“ განიხილეს გენშტაბის უფროსის მოადგილემ გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ, სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ.
შეხვედრაზე მყოფი ხარაგაულელი მოსწავლეები პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ინიციატივით ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროსთან მოქმედი სამოქალაქო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები არიან.
სამოქალაქო განათლების ცენტრის პროექტში ოთხი თვის მანძილზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების 34 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ მოწვეული ლექტორებისგან მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო აქტივიზმის, ხელისუფლებისა და მოქალაქის ურთიერთობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ.
სამოქალაქო განათლების ცენტრის მსმენელთათვის ლექციების კურსი დასრულდა. 19 ივლისს მათ სერთიფიკატები გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში, მსმენელებისთვის გაიმართა ლექციები სამოქალაქო განათლების საკითხების შესახებ, კერძოდ: სახელმწიფოს არსი, ადამიანის უფლებები – ინფორმაციის თავისუფლება, ქალთა უფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ასევე, ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სეკულარიზმი, სახელმწიფო და რელიგია, საყდრისის საბადოს მნიშვნელობა, მისი უწინდელი და დღევანდელი მდგომარეობა.
ლექციები წაიკითხეს თამარ გურჩიანმა, გიორგი მშვენიერაძემ, ირაკლი კუპრაძემ, გიორგი არობელიძემ, მარიამ ავალიშვილმა, იოველ ჟვანიამ, ნინო ხაჭაპურიძემ, მარიეტა ახვლედიანმა, მარი გაიპარაშვილმა, გიორგი კაპანაძემ, ინგა მაღრაძემ, გიორგი გოცირიძემ, ნოდარ ებანოიძემ, თამარ კორძაიამ და ფრიდონ საყვარელიძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,