რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ავტობანის მიმდებარე იმ სოფლების მაცხოვრებლებისთვის, სადაც ავტოსაგზაო მაგისტრალი გადიოდა, მგზავრობა გაართულა.
ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისგან ამ თემის არაერთგზის გაშუქების შედეგად, ხარაგაულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე დარჩენილ სოფლებში მიკროავტობუსით მომსახურება თანადაფინანსების სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაასუბსიდირა.
ივლის-აგვისტოში გედსამანია-უბისის წრიული მიკროავტობუსის მოძრაობა შეჩერებული იყო, ვინაიდან 2024 წლის 30 ივნისს სატენდერო ხელშეკრულება დასრულდა. ბიუჯეტიდან თანადაფინანსების გარეშე კი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ამ ტრანსპორტის მოძრაობა ვერ ხერხდებოდა.
გედსამანია-უბისის წრიული მიკროავტობუსის მოძრაობა 2 სექტემბრიდან განახლდა.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარია და ამ ტრანსპორტის მოძრაობა, 2024 წლის წლის ბოლომდე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 750 ლარით არის თანადაფინანსებული.
2 სექტემბრიდან გედსამანია-უბისის წრიული მიკროავტობუსის მოძრაობა განახლდა.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარია და ამ ტრანსპორტის მოძრაობა, 2024 წლის წლის ბოლომდე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 750 ლარით არის თანადაფინანსებული.
ივლის-აგვისტოში გედსამანია-უბისის წრიული მიკროავტობუსის მოძრაობა შეჩერებული იყო, ვინაიდან 2024 წლის 30 ივნისს სატენდერო ხელშეკრულება დასრულდა. ბიუჯეტიდან თანადაფინანსების გარეშე კი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ამ ტრანსპორტის მოძრაობა ვერ ხერხდებოდა.
აღნიშნული წრიული მარშრუტი გედსამანიიდან იწყება და გრძელდება ხუნევის გავლით ხევამდე, ხევიდან ახალი ავტობანის გავლით ვერტყვიჭალამდე, შემდეგ ვერტყვილის, საქასრიის, ბორითის, მაქათუბნის გავლით უბისამდე და უკან ხევამდე.
მიკროავტობუსი ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა, ორ სვლაგეზს შეასრულებს.
დილით გედსამანიიდან 07:30 სთ-ზე გამოვა, ხოლო უბისიდან – 08:15 სთ-ზე;
შუადღისას გედსამანიიდან გამოსვლა – 14:00 სთ-ზე, უბისიდან – 14:45 სთ-ზე.
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების