ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მთავრობის 2024 წლის 5 აგვისტოს #1101 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 1 625 000 ლარი გამოეყო. ამ განკარგულებით სულ მუნიციპალიტეტებზე 117 217 000 ლარია განსაზღვრული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული განკარგულების ფარგლებში ტენდერები გამოაცხადა.
ტენდერების შედეგები ასეთია:
ისლარში სტიქიით დაზიანებული გზის ორ მონაკვეთზე საყრდენი კედლების მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „მ გრუპმა“ (დირექტორი მალხაზ ხარაძე) გაიმარჯვა. საყრდენი კედლების მშენებლობა, ხელშეკრულების თანახმად, 101 369 ლარად უნდა განხორციელდეს. სამუშაოები 2024 წლის 11 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
ლეღვანში დაზიანებულ გზაზე ჩამდინარე წყლების გამტარი რკინა-ბეტონის მილების მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „დანიმ“ (დირექტორი გიზო მიქიაშვილი) გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სამუშაოები 57 829 ლარად 2024 წლის 14 ნოემბრამდე უნდა შეასრულოს.
ვაშლევში ვაშლეურა ღელეზე დაზიანებული ხიდ-ნოგირის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბორმა“ (დირექტორი დავით პავლაძე) 50 000 ლარად 2024 წლის 14 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.
მარელისში ქუნცურის ღელეზე დაზიანებული ხიდ-ბოგირი ტენდერში გამარჯვებულმა ი/მ „გურამი ღონღაძემ“ 18 429 ლარად 2024 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა აღადგინოს.
მაქათუბანში, მდინარე ხელმოსმულასა და უბისაში მდინარე კვადოურაზე სტიქიისგან დაზიანებული ხიდ-ბოგირების აღდგენა ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ნნდ გრუპმა“ (დირექტორი ნოდარი ბრეგვაძე) 47 232 ლარად 2024 წლის 12 ნოემბრამდე ივალდებულა.
ლაშის იგორეთში დამეწყრილი გზის მონაკვეთის აღსადგენად გამოცხადებულ ტენდერში ი/მ „დავით პავლაძემ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, ამ გზის რეაბილიტაცია 21 420 ლარად 2024 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს.
სტიქიისგან წყალაფორეთსა და ლახუნდარაში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია შპს „გგ“-მ (დირექტორი გიორგი ტალახაძე) 90 887 ლარად ივალდებულა. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ტენდერი 113 608 ლარზე იყო გამოცხადებული. ამ გზების შეკეთება ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ხიდარში დაზიანებული გზის სამ მონაკვეთზე საყრდენი კედლების მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე შპს „გგ“-სთან (დირექტორი გიორგი ტალახაძე) ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. გაბიონების მშენებლობას კომპანია 61 399 ლარად აპირებს.
სარგვეშში სტიქიისგან დაზიანებული გზის დამცავი კედლის, საქასრიაში მდ. საქასრიულაზე გაბიონის მოწყობისა და ბორითში სტიქიისგან დაზიანებული გზის შესაკეთებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. შპს „ნნდ გრუპი“ (დირექტორი ნოდარი ბრეგვაძე) ამ სამუშაოების შესრულებას 76 897 ლარად აპირებს.
დაბა ხარაგაულში გრიშაშვილის ქუჩის II შესახვევში სტიქიისგან დაზიანებული წყალგამტარის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ი/მ „მერაბ ნიქაცაძის“ შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. ეს ინდმეწარმე წყალგამტარის რეაბილიტაციას 12 201 ლარად ლარად აპირებს.
ნუნისსა და ჩრდილში – დაზიანებულ გზებზე საყრდენი კედლების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერში მონაწილე შპს „იმერმშენს“ (დირექტორი შაგა ანაკიძე) დისკვალიფიკაცია მიენიჭა ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგნელობის გამო. ამ გზებზე საყრდენი კედლების მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოცხადდა და წინადადებების მიღება 17 სექტემბერს დაიწყო.
საბეში მდინარე ყარნებაზე და ღორეშაში მდინარე კვადოურაზე ხიდ-ბოგირების აღსადგენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
ამავე მიზეზით არ შედგა ტენდერი ჩალხაეთში, მდინარე საკრაულაზე, სტიქიისგან დანგრეული საფეხმავლო ბონდის ხიდის აღსადგენად. ხიდის აღსადგენად ტენდერი ხელახლაა გამოცხადებული.
ფოტოზე: სტიქიისგან დაზიანებული გზა ისლარში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი