რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29.07. N1060 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს 463 403 948 ლარი გამოეყო. მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტს 7 139 604 ლარისა.
ამ განკარგულების ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სასოფლო გზის სარეაბილიტაციოდ, ტენდერები გამოაცხადა.
ტენდერების შედეგები ასეთია:
– ჩხერში გზის აღსადგენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე შპს „სანდროსთან“ (დირექტორი მირზა დიაკონიძე) ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ტენდერი 124 641 ლარზე იყო გამოცხადებული. შპს „სანდრო“ ამ გზის რეაბილიტაციას 99 444 ლარად აპირებს.
– პატარა ვარძიაში დვლების საუბნო გზის აღსადგენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე შპს „ბორთან“ (დირექტორი დავით პავლაძე) ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ტენდერი 438 840 ლარზე იყო გამოცხადებული. შპს „ბორი“ ამ გზის რეაბილიტაციას 346 600 ლარად გეგმავს.
– ღარიხევში ეკლესიისა და თხელიურის უბნების გზების სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში უმცირესი ფასი – 137 164 ლარი შპს „მ გრუპმა“ (დირექტორი მალხაზ ხარაძე) დააფიქსირა. ამ კომპანიის გარდა ტენდერში კიდევ ორი ორგანიზაცია მონაწილეობდა. ტენდერი 171 245 ლარზე იყო გამოცხადებული. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
– უბისაში საუბნო გზის აღსადგენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეთა შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. სატენდერო თანხა – 264 104 ლარია. სამი მონაწილე კომპანიიდან შპს „დანიმ“ (დირექტორი გიზო მიქიაშვილი) ამ გზის აღდგენა 227 777 ლარად ივალდებულა.
– ღორეშაში საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში (თანხა – 395 606 ლარი) ორი კომპანია მონაწილეობდა. ამჟამად შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. შპს „იმერმშენი“ (დირექორი შაგა ანაკიძე) ამ გზის რეაბილიტაციას 363 957 ლარად გეგმავს.
– ბაზალეთში მესხების, ნანიტაშვილების საუბნო გზებისა და სასაფლაოს გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „გგ“-მ (დირექტორი გიორგი ტალახაძე). ეს კომპანია ამ გზების აღდგენას 193 761 ლარად აპირებს; ტენდერი კი 230 668 ლარზე იყო გამოცხადებული.
ზემოთ ჩამოთვლილი გზების რეაბილიტაციის პროექტები გარდამავალია და 2025 წლის 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს.
მაქათუბანში კურტანიძეების საუბნო გზის აღსადგენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბორი“ (დირექტორი დავით პავლაძე) ამ გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 132 898 ლარად 2024 წლის 2 დეკემბერს უნდა დაასრულოს. ეს ტენდერი 141 000 ლარზე იყო გამოცხადებული.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი