

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“განხორციელებას იწყებს.
პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ეროვნულ სააგენტო ( Lantmateriet )შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელებას წარმოადგენს და მიზნად საჯარო რეესტრის ორგანიზაციულ განვითარებას ისახავს.
პროექტის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის, მიწისა და უძრავი ქონების მართვა, სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება, ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის განხორციელება, მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან საჯარო რეესტრს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის საინფორმაციო სისტემისა და სერვისების სანდოობის გაზრდას, მომსახურების ხელმისაწვდომობას, მიწისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივის – INSPIRE -ს განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მიმართულებითაც. ვიმედოვნებ, ახალი პროექტი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი იქნება,” – აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.
პროექტის ბიუჯეტი 9 200 000 ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,