იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა. ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად მონაწილეობას აპირებს.