თავისუფალი უნივერსიტეტის აგ­რა­რუ­ლი მე­ქა­ნი­კის ინ­ჟი­ნე­რი­ის ფაკულტეტის III კურ­სის სტუ­დენტი, საბა ებანოიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიუროს გლობალური გაცვლის პროგრამის (Global UGRAD) ფარგლებში ამერიკაში ისწავლის.

ის ამერიკაში დღეს, 7 აგვისტოს გაემგზავრა.

Global UGRAD-ის პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, ერთი სემესტრი ამერიკულ უნივერსიტეტებში გაატარონ. პროგრამის მიზანია, სტუდენტები აქციონ კულტურის ელჩებად, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს დააახლოებს.

პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს პროგრამაში ჩართული სტუდენტების ლიდერობის უნარები აკადემიური კურსების, საზოგადოებრივი სამსახურისა და პროფესიული განვითარების აქტივობების მეშვეობით.

ყოველწლიურად 300-ზე მეტი სტუდენტი ირჩევა 60-ზე მეტი ქვეყნიდან, აშშ-ს საელჩოებისა და კომისიების მიერ, რათა მონაწილეობა მიიღონ გლობალურ UGRAD-ის პროგრამაში.

გაცვლითი სემესტრის განმავლობაში, Global UGRAD-ის სტუდენტები ცხოვრობენ და სწავლობენ ამერიკის უნივერსიტეტების კამპუსში თავიანთ ამერიკელ თანატოლებთან ერთად, ასრულებენ 20 საათიაან საზოგადოებრივ სამუშაოს და ირიცხებიან სრულ განაკვეთზე, მათ შორის აშშ-ს სასწავლო კურსზე.

ამ გამორჩეულ სტუდენტებს მოაქვთ საკუთარი უნიკალური გამოცდილება და კულტურა ამერიკაში. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, Global UGRAD-ის სტუდენტები გამოიყენებენ პროგრამის განმავლობაში მიღებულ ახალ ცოდნას და უნარებს, რათა განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები ადგილობრივ თემებში და შეუერთდნენ UGRAD-ის 3000-ზე მეტ კურსდამთავრებულთა გლობალურ ქსელს.

გლობალური UGRAD პროგრამა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან პარტნიორობით 2008 წლიდან ხორციელდება.

საბა ებანოიძემ 2019 წელს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. საბა 2021 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ის „ჩემი ხარაგაულის რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.

წარმატებებს ვუსურვებთ საბა ებანოიძეს და გლობალური გაცვლის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს ამერიკაში.