
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორმა 100%-იანი, ხოლო ოთხმა 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
100%-იანი დაფინანსებით ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებული საბა ებანოიძე თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის, ხოლო ვერტყვიჭალის სკოლის კურსდამთავრებული გოჩა ლომიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გთავაზობთ სკოლების მიხედვით იმ სტუდენტების ჩამონათვალს, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა:
ანი მეიფარიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, 70%-იანი დაფინანსება;
ანა მაისურაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 50%-იანი დაფინანსება;
ანა კვინიკაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკა, 50 %-იანი დაფინანსება;
ვაჟა მაღრაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 50%-იანი დაფინანსება.
სასულიერო გიმნაზია:
საბა ებანოიძე – თავისუფალი უნივერსიტეტი, 100%-იანი დაფინანსება;
თეო გოლუბიანი -კავკასიის სახელმწიფო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტი, 70%-იანი დაფინანსება;
ნინო მიქაბერიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 70%-იანი დაფინნასება;
მარიამ მანჯავიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 50%-იანი დაფინანსება.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა:
გიგა ხიჯაკაძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიური ფაკულტეტი, 50-%-იანი დაფინანსება;
ბორითის საჯარო სკოლა:
ბერიკა მაჩაიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 50%-იანი დაფინანსება;
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა:
გოჩა ლომიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 100 %-იანი დაფინანსება;
ანი ბლიაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 70%-იანი დაფინანსება;
ლაშის საჯარო სკოლა:
სალომე კვირიკაშვილი – აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 50%-იანი დაფინანსება;
ბორის საჯარო სკოლა:
გვანცა ქოჩიაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, 50%-იანი დაფინანსება.
სტუდენტებს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურად შეჭირვებული
წყალაფორეთის სკოლის ყოფილი შენობის რემონტისას, რომელიც
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში
დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადება ტროპილელაფსოზი