

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეიდან, 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით. აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც მთელი ნაშრომის, ასევე კონკრეტულად იმ დავალების შეფასება, რომელსაც არ ეთანხმება.
აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).
დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადის შევსებასთან, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა