ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გერმანიის თანამშრომლობამ (GiZ) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA), ახალი პროექტის QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება განხორციელება დაიწყეს.
2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), რომელიც ქართულ ბიზნესს უქმნის ხელსაყრელ პირობებს ექსპორტის გასაზრდელად და გზას უხსნის ევროკავშირის შიდა ბაზრისკენ.
DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გზა გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრისკენ, რომელიც 27 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.
აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანესია ხარისხის ინფრასტრუქტურაზე (სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია და მეტროლოგია) წვდომის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქვეყნის ფართო სექტორული და ეკონომიკური წინსვლის წახალისებასა და ქართული პროდუქტისა თუ მომსახურების ევროპულ ბაზარზე მოხვედრას.
შესაბამისად, პროექტის მიზანია, კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ევროპული სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ და სერტიფიცირების სერვისებზე წვდომის გზით.
უფრო კონკრეტულად, პროექტი ხელს შეუწყობს აკრედიტირებულ ლაბორატორიებსა და სერტიფიცირების ორგანოებში ევროპული სტანდარტების დანერგვას და დაეხმარება კერძო სექტორს წარმოების პროცესში აღნიშნული ლაბორატორიებისა და სერტიფიცირების ორგანოების სერვისების გამოყენებაში.
პროექტი იმუშავებს ინდუსტრიულ სექტორებთან, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებთან ავეჯისა და სათამაშოების მიმართულებით. ინიციატივის მთავარი მიზნებია:
ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პროპორციულად აისახება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე. მაღალი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტი და მომსახურება, გაზრდის მომხმარებელთა ნდობასა და მოთხოვნას ბაზარზე.
„საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირი მრავალი წელია აქტიურ დახმარებას უწევს ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ქვეყანას.
QUIS პროექტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი უახლესი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ასპექტების გაძლიერებას, რაც შედეგად, ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, ინოვაციურობასა და კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული მხარდაჭერა ქართველ მომხმარებლებს მისცემს საშუალებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მზგავსად, ისარგებლონ მაღალი ხარისხის პროდუქტითა და მომსახურებით,“ – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება, ტექნიკური დახმარება, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამების განვითარება, სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ხარისხის მართვის სისტემებში და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 12,025,000 ევროს. პროექტი გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში, 2027 წლის 31 იანვრამდე.
პროექტი ითანამშრომლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და შემდგომ უწყებებთან: საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
***
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.
პროექტის შესახებ
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ მიზანია კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თავისუფალი ბაზრის კონკურენციის გზით.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი