

ცენტრალური საავტომობილო გზის მოასფალტების შემდეგ ხიდარში მცხოვრებთა უმთავრესი პრობლემა საუბნო გზების მოწესრიგებაა.
ხიდრელები ყურადღებას უმუშევრობაზე ამახვილებენ და ნატრობენ ისეთ ხელისუფლებას, ახალგაზრდების დასაქმებაზე რომ იზრუნებს.
მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ხანაში ხიდარში მობილური ოპერატორების მომსახურება გაუმართავია.
ხიდარში გამგებლის წარმომადგენლის ბადრი ბერაძის ინფორმაციით, ხიდრის დაწყებით და საშუალო სკოლებამდე მისასვლელი გზები შემოდგომისთვის ალბათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და გაკეთდება. მისივე თქმით, ხიდარში11 საუბნო გზის შეკეთება ნელ-ნელა დაიწყება.
ბადრი ბერაძის სურვილი და სამომავლო პრიორიტეტია, რომ სოფელში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა გაკეთდეს და სოფელში მცხოვრებმა 338-მა ოჯახმა ცენტრალური წყალმომარაგებით ისარგებლოს.
მისი ინფორმაციით, სექტემბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღი, სადაც, სავარაუდოდ, 11 ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლიდან 22 აღსაზრდელს ელოდებიან.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი