ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის VII კლასის წარჩინებული მოსწავლე გიორგი ბერაძე კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ჩაირიცხა.
„გიორგი ჩვენი სკოლის საუკეთესო მოსწავლეა, – ამბობს ხიდრის სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა, – მას მათემატიკური ნიჭისა ად უნარების განვითარებაში მშობლებთან ერთად მასწავლებლები – ელისო გურგენიძე და ნათია ბერაძე ხელს უწყობდნენ.
გიორგიმ სკოლა რამდენჯერმე ასახელა – მათემატიკის ოლიმპიადებში ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვა. ვამაყობთ გიორგის მიღწევებით და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. გვჯერა, ის გამოჩენილ მათემატიკოსთა რიცხვში იქნება“.
გიორგი ბერაძის დედა ინგა კალანდაძე ამბობს, რომ ბავშვმა მათემატიკისადმი ინტერესი 4 წლის ასაკიდან გამოავლინა. ის მარტივად ანგარიშობდა მილიონის ფარგლებში.
„მისი ნიჭის შესახებ ხიდრის საბავშვო ბაღის მასწავლებლებმა მითხრეს, – ამბობს ინგა კალანდაძე, – ის ყველაფერში ციფრებს ხედავს. გადავწყვიტეთ, რომ კომაროვის სკოლაში ჩაებარებია. გიორგიმ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღო და 2024 წლის სექტემბრიდან თბილისში ისწავლის. ერთი სული აქვს, სასწავლო წელი როდის დაიწყება“.
თავად გიორგის ბიზნესმენობა სურს და მათემატიკურ უნარებს ბიზნესის განვითარებაში გამოვიყენებო, ამბობს.
წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ბერაძეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი