

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას ატარებს. ამ მიზნით, ინტერვიუერების შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს.
ხარაგაულში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის, მაკა გიორგიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, აღწერისთვის მუნიციპალიტეტში 70 ინტერვიუერია საჭირო. მათგან 58 აღმწერი, 10 ლოკალური ზედამხედველი, 2 სექტორის ხელმძღვანელი.
მაკა გიორგიძე ამბობს, რომ ინტერვიუერების შესარჩევ კონკურსში 84 პირი დარეგისტრირდა. 58 აღმწერის შესარჩევად გასაუბრება 16 ივლისს გაიმართა. გასაუბრება 36-მა პირმა გაიარა. მაკა გიორგიძის თქმით, დანარჩენი 22 აღმწერიც შერჩეულია და მათთან გასაუბრება პარასკევს, 2 აგვისტოს, ჩატარდება
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 29 ნოემბრიდან დაიწყება. აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!