

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „ჰეადერი“ (თავმჯდომარე ოთარ ალავიძე) აწარმოებს. სამუშაოთა მწარმოებლის, ავთანდილ კახიძის ინფორმაციით, შენობაში მოსაწყობია ოთახები და მოსაწესრიგებელია ეზო.
ხელშეკრულების თანახმად, კიცხის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2024 წლის 25 სექტემბერს უნდა დასრულდეს და ბაღის მშენებლობას 1 278 332 ლარი ხმარდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ახალი შენობა კიცხისა და ბორის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის შენდება. ამ დრომდე, ბორის საბავშვო ბაღი არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებს. დღეისათვის კიცხის საბავშვო ბაღში 31, ხოლო ბორის საბავშვო ბაღში 18 აღსაზრდელი ირიცხება.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!