

„მადლობა ღმერთს, რომ დღეს შევძელით ამ სოფელში მოსვლა და წირვის ჩატარება, ღვთის სადიდებლად მიახლება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან,“ – აღნიშნა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) თეთრაწყაროს ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას.
მეუფე მელქისედეკმა მადლობა გადაუხადა ტაძარში მყოფ მრევლს და აღნიშნა, რომ წირვაზე დასწრება და ზიარება უდიდესი მადლია. „დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ ზიარებისას. წირვა-ლოცვაზე ერთმანეთს არ უნდა ვესაუბროთ. აქ უფალთან სასუბროდ მოვდივარ. ღვთის სახლში მოწიწებით უნდა ვიყოთ, თავდახრილნი და გულით ვლოცულობდეთ. ღმერთმა დალოცვილები გამყოფოთ და მოგმადლოთ ცოდვათა განცდა,“ – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.
თეთრაწყაროს ფერიცვალების სახელობის ტაძარში, მეუფეს კურთხევით, ყოველ ხუთშაბათს წირვას მამა ანტონი (სულთანიშვილი) აღავლენს. მამა ანტონი ამავდროულად ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დირექტორია. მეუფე მელქისედეკის თქმით, მამა ანტონი წიგნიერებითა და სულიერებით ძალიან გამორჩეული პირია მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში.
ეპისკოპოსმა დალოცა ყველა ის ადამიანი, ვინც ეკლესიის თანადგომას ცდილობს და თუნდაც მცირედით ეხმარება მას. მეუფეს თქმით, ეს დიდი წვლილი ღვთის წინაშე აუცილებლად დაფასდება.
„ტაძრის აღმშენებლის სახელი ყოველთვის მოიხსენიება წირვისას. ეს საოცარი წყალობაა ღვთისგან და ეს მადლი საუკუნეების მანძილზე ეწევა ადამიანს.
ცოდვათა განცდა მოგვადლოს უფალმა. არ განვიკითხოთ არავინ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა თეთრაწყაროში მშვენიერი ტაძრის მშენებლობაში,“ – დასძინა მეუფე მელქისედეკმა ქადაგებისას.
თეთრაწყაროს ფერიცვალების სახელობის ტაძარი 2007 წლის 22 სექტემბერს ეკურთხა. ტაძარი ირაკლი ვეფხვაძის დაფინანსებით, ლალი და ირმა ვეფხვაძეების ძალისხმევით აიგო.
ნინო კაპანაძე
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და