საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე, 165-ე, 167-ე, 169-ე, 170-ე (0.9), 171-ე (0,9) კილომეტრებზე ჩატარდება ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სამუშაოებზე, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს, 8 000 000 ლარი დაიხარჯება და გამოცხადდება ტენდერი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე, 159-ე (0.437), 161-ე, 163-ე, 164-ე, 166-ე კილომეტრებზე გაგრძელდება გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ და ამ სამუშაოებზე 4 000 000 ლარი დაიხარჯება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ. 167+759 მდ. ძირულაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის დაგეგმილია 400 000 ლარი. ამ პროექტის განმახორცილებელია საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მის შესასრულებად გამოცხადდება ტენდერი.

ხარაგაულში წელსაც გრძელდება ქუჩების, მოედნების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. ამ სამუშაოებზე გათვალისწინებულია 412 500 ლარი.

ტენდერი გამოცხადდება შიდასახელმწიფო მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრზე გამორეცხილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოებისთვის. პროექტის ღირებულება 399 600 ლარია და ამ სამუშაოებს საქართველოს გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გრძელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის-სენაკი-ლესელიძის ს/გზის 145-ე და 148-ე კმ-ზე მიწის ვაკისის ჩაწყვეტის საწინააღმდეგო პრევენციული სამუშაოები 122 900 ლარად.

მესამე წელია მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და წელს ამ სამუშაოებზე 191 200 ლარია გათვალისწინებული. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ოთახების მოწყობაზე 26 600 ლარი დაიხარჯება.

2013 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდება უბისის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თანმიმდევრული აღდგენა და ამისთვის გამოცხადდება ტენდერი. სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 1 205 000 ლარი.