ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის #615 განკარგულებით, 416 854 ლარი გამოეყო.
ამ თანხით ხარაგაულში გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.
საღანძილეში, მდინარე ჩხერიმელაზე სტიქიისგან დაზიანებული საფეხმავლო ბოგირის აღდგენა უკვე მიმდინარეობს. ეს სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი/მ „ნიკა ოსანაძემ“ 20 803 ლარად უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების მიხედვით, ბოგირის აღდგენა 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით უნდა დასრულდეს;
თეთრაწყაროში, რამაზ ლურსმანაშვილის სახლის მიმდებარედ სანიაღვრე არხი, გედსამანიაში – ბაკური ბლიაძის სახლის მიმდებარედ გზაზე არხი/ცხაური, ახალსოფელში – ცენტრალურ გზაზე არხი/ცხაური 18 599 ლარად ი/მ „მარიამ ჭიპაშვილმა“ უნდა მოაწყოს. ხელშეკრულების მიხედვით ეს სამუშაოები 19 ივლისის ჩათვლით უნდა დასრულდეს;
ამავე განკარგულებით, სოფელ დეისსა და ზედუბანში ხიდ-ბოგირები უნდა აღდგეს. ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა განმეორებითი ტენდერი 74 542 ლარზე გამოაცხადა, რადგან ივნისის დასაწყისში გამოცხადებული ეს ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, – მასში მონაწილე ერთადერთ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
დეისში ხიდის აღსადგენად 17 432 ლარი, ხოლო ზედუბანში – 57 110 ლარია განსაზღვრული. სამშენებლო კომპანიებისგან წინადადებების მიღება პირველ ივლისს დასრულდა. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. ტენდერში მონაწილე კომპანია შპს „აისმა“ (დირექტორი ნინო კვინიკაძე) 73 542 ლარი დააფიქსირა;
ლაშესა და სარგვეშის ცისკაძეების უბანში მდინარე ყარნებაზე სტიქიისგან დაზიანებული ხიდების აღდგენა 45 584 ლარად ივალდებულა ტენდერით შერჩეულმა შპს-მ „თენაბა 2015“.
მათ შორის, ლაშეში მდ. ყარნებაზე ხიდის აღსადგენად 28 300 ლარია განაზღვრული, ხოლო სარგვეშში ცისკაძეების უბანში მდ. ყარნებაზე ხიდბოგირის მოსაწყობად – 17 284 ლარი.
მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ყარნებაზე ამ ორი ხიდის აღდგენა 27 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ამავე განკარგულების ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ სამ ტენდერში მშენებელი კომპანიებისგან წინადადებების მიღება 8 ივლისს დასრულდა.
მათ შორის:
1) უბისაში, მდინარე კვადოურაზე საფეხმავლო ბოგირის აღსადგენად და მაქათუბანში, მდინარე ხელმოსმულაზე ხიდ-ბოგირის მოსაწყობად 47 232 ლარზე განმეორებით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა მშენებელმა ორგანიზაციამ არ მიიღო. მაისში გამოცხადებული იგივე ტენდერი ასევე უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან მასში მონაწილე ერთადერთ კომპანიას დისკვალიფიკაციას მიენიჭა.
2) ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩის პირველ ჩიხში პარკთან ჩასასვლელი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ 53 585 ლარზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში.
3) ასევე მშენებელი ორგანიზაციასთან ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა ტენდერი საქარიქედში გზის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, კიცხი-ხიდარის საავტომობილო გზაზე სოფელ კიცხში ხიდის დაზიანებული ფრთების სარეაბილიტაციოდ და კიცხის სკოლის მიმდებარედ დაზიანებული სანიაღვრე არხის მოსაწყობად. ტენდერი 51 688 ლარზეა გამოცხადებული.
ამ თანხიდან საქარიქედში გზის დაზიანებული მონაკვეთისთვის 23 156 ლარია განსაზღვრული, ხიდის დაზიანებული ფრთის შესაკეთებლად – 16 418 ლარი, კიცხის სკოლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის აღსადგენად – 12 114 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ეს ტენდერიც განმეორებით გამოცხადდა, რადგან წინა ტენდერში მონაწილე ორმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 მარტის განკარგულების (სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე) საფუძველზე მუნიციპალიტეტებს 66 814 000 ლარი გამოეყო; მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 625 000 ლარი.
ამ განკარგულების ფარგლებში, მაქათუბანში გზის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრებისა და ნადაბურში გზის დამცავი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მეკამ“ გზის დამცავი ნაგებობების აშენება 213 213 ლარად ივალდებულა. ეს სამუშაოები 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა დასრულდეს.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში მაქათუბანში ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მოედნის მოწყობა ი/მ „პეტრე ავალიშვილმა“ 2024 წლის 2 აგვისტომდე 29 588 ლარად ივალდებულა. მარტსა და აპრილში ამ მიზნით 25 344 ლარზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა ხარაგაულში, თაბუკაშვილის ქუჩის გასწვრივ, მდინარე ჯიხველას კალაპოტში მდინარის დინების მარეგულირებელი და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოების შესასრულებლად. ტენდერში გამარჯვებულმა ი/მ „პეტრე ავალიშვილმა“ 13 216 ლარად ეს სამუშაოები 23 ივლისს უნდა დაასრულოს;
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე წიფაში, „ტუპიკის უბანში“ გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობა. ტენდერში გამარჯვებულმა ი/მ „გურამი ღონღაძემ“ ეს სამუშაოები 5 689 ლარად 23 ივლისამდე უნდა დაასრულოს.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხა ზვარეში, ჭენჭეხის უბანში, ჩრდილსა და წიფაში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის გამოიყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამზადებს ხელშეკრულებას შპს „გგ“-სთან, რომელმაც ამ გზების რეაბილიტაცია 707 777 ლარად ივალდებულა. ტენდერი 745 658 ლარზე იყო გამოცხადებული;
წიფაში საუბნო გზის რეაბილიტაციას, ხელშეკრულების თანახმად, 478 800 ლარად გეგმავს შპს „მშენ +“.
ეს პროექტები გარდამავალია და ზვარეში, ჩრდილსა და წიფაში საუბნო გზების მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი