საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი დასრულდა.
სკოლების სამეურვეო საბჭოებმა განათლების სამინისტროსგან წარდგენილი კანდიდატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში აირჩიეს. ეს სკოლებია: ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა – ნანა კვინიკაძე; ვარძიის სკოლა – ჯამბულ ხიჯაკაძე; ვაშლევის სკოლა – ქეთინო ლურსმანაშვილი; კიცხის სკოლა – თამარ წიწილაშვილი; ნადაბურის სკოლა – ნინო ლომიძე; უბისის სკოლა – თამარ გოგოლაძე.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი 25 საჯარო სკოლიდან შვიდ სკოლაში (ვერტყვიჭალა, მარელისი, წიფა, ხიდარი, წყალაფორეთი, საღანძილე, ხუნევი) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები რჩებიან.
სამეურვეო საბჭომ ხუნევის სკოლაში წარდგენილი კანდიდატი ლენა აბაშიძე არ აირჩია; ხოლო, ვერტყვიჭალის სკოლაში წარდგენილმა დირექტორობის კანდიდატმა სოფიკო ლომიძემ კანდიდატურა მოიხსნა.
კანდიდატურა მოიხსნა ასევე მარელისის სკოლაში წარდგენილმა კანდიდატმა ნინო ქველიაშვილმა.
წიფის, ხიდარის, წყალაფორეთისა და საღანძილეს სკოლებში დირექტორობის კანდიდატები არ იყვნენ წარდგენილები.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 12 სკოლაში დირექტორები სამეურვეო საბჭოებმა 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აირჩიეს: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში – ინგა ვეფხვაძე; ბაზალეთის სკოლაში – იზოლდა ოკრიბელაშვილი; ბორითის სკოლაში – სერგო ლაბაძე; ბორის სკოლაში – მაია გაგოშიძე; ვახანის სკოლაში – ნანა ინასარიძე; ზვარეს სკოლაში – ნატო შათირიშვილი; ლაშეს სკოლაში – ნანა აბესაძე; ლეღვანის სკოლაში – ირმა მიქაბერიძე; მოლითის სკოლაში – როლანდ ცუცუქირიძე; სარგვეშის სკოლაში – ინგა ბერაძე; ღორეშის სკოლაში – ქეთევან ბარბაქაძე; ხევის სკოლაში – მერი ხადილაშვილი.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან – ლენა აბაშიძე (ვერტყვიჭალის სკოლა), ვერა ოდიკაძე (მარელისის სკოლა), გოჩა კვინიკაძე (წიფის სკოლა), ეთერ პაპავა (ხიდრის სკოლა), ნათია დვალი (წყალაფორეთის სკოლა), ვარდო ჭიპაშვილი (საღანძილის სკოლა), გოჩა ჩადუნელი (ხუნევის სკოლა).
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი