საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს ნაწარმით სადა შეფუთვით ვაჭრობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება უკვე მეოთხედ გადაავადა.
თამბაქოს ნაწარმით სადა შეფუთვით ვაჭრობა, 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ამასთან, დაიშვება წარწერების დატანა ფილტრიან, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარელაზე, რაც სადა შეფუთვის არსს ეწინააღმდეგება და საფრთხეა მოზარდებისა და ახალგაზრდობისთვის. მათთვის ამოცნობადი და მიმზიდველი არ უნდა იყოს თამბაქოს არცერთი პროდუქტი.
თამბაქოს ლობისტების მოთხოვნით, გასახურებელი თამბაქოს მსგავსად, შემზღუდველი რეგულაციები უნდა მოიხსნას დასაღეჭ, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების შეფუთვაზეც, რაც კონკრეტული თამბაქოს კომპანიის კონკრეტული ბრენდის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ეს უბიძგებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს დაიწყონ სწორედ იმ პროდუქტების მოხმარება, რომელიც მარკეტინგულად უფრო მიმზიდველი იქნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ბაზარზე თამბაქოს ახალი პროდუქტების გამოჩენა საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 10-დან ერთი ბავშვი მწეველია. კატასტროფულად იზრდება და ეპიდემიის სახე მიეცა ელ. სიგარეტის/ვეიპებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გამოყენებას მოზარდებში.
ზოგადად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% მწეველია, რაც იწვევს უდიდეს ფინანსურ დანახარჯს და დიდი დანაკარგია სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის კუთხით.
სამწუხაროა, რომ საქართველოში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში მომავალ თაობას ქომაგი აღარ ჰყავს. ამ მხრივ ბოლო წლებია აღარ ისმის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაც და შემაშფოთებელია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის არამხოლოდ უმოქმედობა, თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებების პირდაპირი მხარადჭერა, რაც ეწინააღმდეგება, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას და სამედიცინო პერსონალის ეთიკის კოდექსს.
სამწუხაროა, რომ თამბაქოს კონტროლის რეფორმების და კანონმდებლობის გაძლიერების ნაცვლად, პარლამენტი ხელს უწყობს დაიშალოს კანონი, რომელმაც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანას თავიდან უნდა ააცილოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალება და მნიშვნელოვნად შეამციროს თამბაქოსთან ასოცირებული მთლიანი ეკონომიკური ხარჯები.
საქართველომ მეტი ჩემპიონი უნდა გაზარდოს და არა მოწევაზე დამოკიდებული მომავალი თაობები.
ამიტომაც დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და საქართველო გამოცხადდეს მომაკვდინებელი პროდუქტებისაგან თავისუფალ ქვეყნად, ისე, როგორც ეს მსოფლიოს 40 ქვეყანაშია. ამ ქვეყნებს ცოტა ხნის წინ ყაზახეთი შეუერთდა და იმავეს აპირებს აზერბაიჯანიც, რადგან მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მათი პრიორიტეტია, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან შანტაჟის, ზეწოლისა თუ მოსყიდვის მცდელობისა.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი