ხარაგაულში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში, – ლეღვანი, მარელისი, ნუნისი – კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის ექსპერტები იმყოფებიან.
ისინი ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, რათა შეისწავლონ, რა სახის კონფლიქტები შეიძლება არსებობდენ ან არსებობს ადგილობრივ მოსახლეობასა და დაცულ ტერიტორიას შორის.
არსებული ან შესაძლო კონფლიქტების გამოკვეთის შემდეგ მოხდება მათი ადექვატურად ასახვა შესაბამის გეგმებში.
ამ პროექტის არსი ისაა, რომ დაცული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამაც შეიგრძნოს სარგებელი. ისე უნდა განვითარდეს ეროვნული პარკი, რომ თვითონ მოსახლეობისთვისაც იყოს სასარგებლო, გარდა იმისა, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია და საამაყოა კარგი დაცული ტერიტორიის არსებობა.
სოფლებში გასვლამდე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის ექსპერტები შეხვდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს, გამგებლის პირველ მოადგილე პაატა გოგოლაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს.
ექსპერტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგში გაეცვნენ მოსახლეობის მოთხოვნებს ეროვნული პარკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით დადგენილ შეზღუდვებზე.
კავკასიის ბუნების დაცვის ფონდი მოკვლევის ანალიზსა და შედეგებს დაინტერესებულ მხარეებს სექტემბერში ხარაგაულსა და ბორჯომში გამართულ შეხვედრებზე გააცნობს.
ლაურა გოგოლაძე
ევროკავშირის მთავარმა პრეს-სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს:
ბათუმში 12-14 იანვარს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
დღეს, როგორც სტუდენტი და ამ ქვეყნის მომავალზე გულშემატკივარი მოქალაქე,
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბათუმში ჟურნალისტ