

დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი გამოცხადდა და საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ეროვნული გამოცდები კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
წარმატებებს ვუსურვებთ აბიტურიენტებს.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!