ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა „უბისი“ ხარაგაულის კინოთეატრში შემაჯამებელი კონცერტი გამართა.
სიმღერის ანსამბლს ლოტბარი ზურაბ გოგოლაძე ხელმძღვანელობს, ხოლო ქორეოგრაფიულ ანსამბლს – და-ძმა ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები.
„გადავწყვიტეთ, ხარაგაულში ტრადიციად დავამკვიდროთ წლის შემაჯამებელი ღონისძიების მოწყობა, – ამბობს სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ ხელმძღვანელი ზაზა ლურსმანაშვილი, – ხარაგაულელებს ერთგვარი ანგარიში ჩავაბარეთ, რა და როგორ შეისწავლეს ახალგაზრდებმა.
პირველად დადგნენ სცენაზე „უბისის“ ახალი თაობის წევრები – II-III კლასების მოსწავლეები. ეს მათთვის დიდი სტიმულია“.
ზაზა ლურსმანაშვილი აპირებს, რომ გასულ წლებში დაფუძნებული ქორეოგრაფიული ფესტივალი, – „კიდევაც დაიზრდებიან“ აღადგინოს. ამ ფესტივალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ეს მათი საქმიანობის წარმოჩენის კარგი შესაძლებლობა იყო.
„ხარაგაულში ცეკვისა და სიმღერის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იან წლებში იღებს სათავეს, – ამბობს ირინე ჩხეიძე – კულტურის სამსახურის უფროსი, – სასიხარულოა, რომ ამ ტრადიციას „უბისი“ სახელოვნად აგრძელებს.
ერთ-ერთი გამორჩეული ლოტბარია ზურაბ გოგოლაძე, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის. ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები 26 წელია ახალგაზრდებს ცეკვის ხელოვნებას აზიარებენ. მათ თაობები გაზარდეს. წარმატებებს აღწევენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონკურსებში.
შემაჯამაბელ კონცერტზე დავინახეთ ლოტბარისა და ქორეოგრაფების დიდი შრომა და მათი შრომის შედეგით გახარებული მაყურებელი. მადლობა მათ ამისთვის“.
ქორეოგრაფიული ანსამბლ „უბისის“ უფროსი თაობა პირველ ივლისს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალში ჩაერთვება, ხოლო 10 ივლისს ქობულეთში ასევე საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობას უმცროსი თაობის „უბისელები“ მიიღებენ. წარმატებებს ვუსურვებთ „უბისს“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი