

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ჩაჩანიძე აბიტურიენტებს რჩევებს უზიარებს.
პოსტი აბიტურიენტებისთვის:
3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ბუნებრივია, ვღელავთ. ამაში გასაკვირი არც არაფერია! არ ვიცი რამდენად ენდობა ვინმე ჩემს კომპეტენციას, მაგრამ, წინა წლის გამოცდილებით, შემიძლია მოგცეთ რამდენიმე რჩევა:
აქვე, ერთი პატარა განცხადება:
წელს თავადაც აბიტურიენტი გახლავართ. ვიცი, ბევრი მხარდამჭერი მყავს. თუმცა გთხოვთ, არ მომწეროთ არც კარგი და არც ცუდი, მომეცით დრო, ნუ გამიზიარებთ თქვენს მოლოდინებს ჩემს წარმატებასთან დაკავშირებით. ახლა ეს ერთგვარი სტრესია!
ასევე, მინდა წინასწარ აღვნიშნო, რომ ჩემი შედეგები არ გასაჯაროვდება, არანაირი გზით. იმიტომ, რომ მე ასე მსურს! უმაღლესი ქულების აღების შემთხვევაშიც კი, ვუკრძალავ ყველას ინფორმაციის გასაჯაროებას.
პ.ს. გამოცდასა თუ ქულასთან დაკავშირებულ არცერთ შეკითხვაზე არ ვუპასუხებ არავის! თუ მართლა გინდათ ვიყო წარმატებული, შეისმინეთ ჩემი თხოვნა!
წარმატებები ყველა აბიტურიენტს!
წერს მარიამ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ