პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აქვს.
როგორც პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ამასთან, საქართველოს წინსვლა აქვს საერთაშორისო რეიტინგებშიც. „წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც საქართველოს არასდროს არ ჰქონია“, – ამბობს იგი.
მისივე თქმით, არსებული ვითარება არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ყველა ფენა კარგად ცხოვრობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ნახეთ ყოველ კვირას საერთაშორისო რეიტინგები, კვირა არ გავა, რომ არ დავწინაურდეთ ყველა თემაში. პლუს არის ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელი, რომელიც საქართველოს არასდროს არ ჰქონია. არის მინიმალური ინფლაცია, მინიმალური ბიუჯეტის დეფიციტი, მინიმალური სახელმწიფო ვალი.
შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიკის კუთხით ძალიან კარგი სიტუაციაა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა კარგად ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა სწრაფად იზრდება და თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ, 4-5 წელი 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, სავალუტო ფონდის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გადავასწრებთ ძალიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასაც“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი