2024 წლის 26 ივნისს, პროექტის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის და ეფექტური რეაგირებისთვის“ გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბატონი ლევან კიკნაველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის რეგიონში; ბატონი დავით კიკნაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; ბატონი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი.

პროექტი ითვალისწინებს ერთი მძიმე ტექნიკის გადაცემას, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას სოციალურ ინფრასტრუქტურაზე კატასტროფების ზემოქმედების მინიმიზაციის გზით, ხელს შეუწყობს კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობის გაზრდას, პრევენციას და გააუმჯობესებს დაახლოებით 18,300 მოსახლის საცხოვრებელ პირობებს.

გრანტის ოდენობა 61,864 აშშ დოლარია.

წყარო