საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურე ეტაპზე პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე გახსნა. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე ამ ჩემპიონატში გატანილი სამი გოლით ჯგუფური ეტაპის ბომბარდირია.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილზეა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. თამაში 30 ივნისს კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ორივე ტაიმს ფეხზე მდგომი ვუყურებდი, – ემოციებს გვიზიარებს გულშემატკივარი გოჩა გელაშვილი, – საერთოდ, გადამწყვეტი მატჩების დროს, სხვებთან ერთად ყოფნა არ შემიძლია. ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ჯგუფიდან გავედით და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ.
ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებიდან საქართველოს ნაკრებს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, თავდადებული ბრძოლით, თითოეული ფეხბურთელის მონდომებით გავიმარჯვეთ.
ესპანეთთან სტადიონზე მხოლოდ მოგების მიზნით უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, უფრო რთული თამაში გველოდება. ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ მოთამაშეებმა ძალები კარგად აღიდგინონ. ფიზმომზადების მწვრთნელზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
იმედიანად უნდა ვიყოთ. გუნდმა თავისი პლიუსები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. გილოცავთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას“.
უეფას მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩამპიონატია ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის საქართველოსთვის განსხვავებული და ისტორიულია, რადგან მასში საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი