

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება 24 ივნისიდან დაიწყო.
დაინტერესებული პირები ატესტატის მისაღებად განაცხადის წარდგენას სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეძლებენ.
მზა ატესტატი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტის უფასოდ მისაღებად სააგენტოს უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.
სკოლადამთავრებულებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს. ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.
ამავე პორტალზეა შესაძლებელი ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობის (ნამდვილობა) გადამოწმება ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!