დღეს, 20 ივნისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) სამუსიკო სტუდია „ჰარმონიას“ მოსწავლეთა სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
ხარაგაულში სამუსიკო სტუდია „ჰარმონია“ 2001 წელს პედაგოგებმა ციური ბლუაშვილმა და ნანა ლურსმანაშვილმა დააფუძნეს. 2009 წლიდან დღემდე „ჰარმონია“ მოსწავლეთა სახლთან ფუნქციონირებს ხარაგაულსა და ვერტყვიჭალაში. ხარაგაულში ფორტეპიანოს მზია კუპრაძე ასწავლის, ვერტყვიჭალაში – პედაგოგი გულნაზ აბრამაშვილი.
კონცერტი ღვაწლმოსილი პედაგოგის, ციური ბლუაშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.
„ჰარმონიას“ მოსწავლეებმა კონცერტზე საუკეთესოდ, შეასრულეს კლასიკური ნაწარმოებები და ერთი საათის განმავლობაში მუსიკის სამყაროში გვამოგზაურეს.
დავით ჩაჩუამ (II ლ.) სილვანსკის მინიატურული კონცერტი შეასრულა; ავთო ხიჯაკაძემ (VII კლ.) – ბერკოვიჩის მეორე კონცერტი დო მაჟორი.
ბარბარე ჭითანავამ და დიანა ბლიაძემ (ორივე II კლ.) დემენტიევის „სიმღერა“ შეასრულეს; მარიამ გოგოლაძემ (II კლ.) – კ. ცაბაძის „აქტრისა მარგარიტა“; მარიამ ბლიაძემ (IV კლ.) შმიდტის „ვალსი“; ნინო კურტანიძემ (V კლ.) – შუბერტის „სერენადა“; ნინო გოგოლაძემ (IV კლ.) – კ. ცაბაძის „მხიარული მარში“; ანასტასია ლომიძემ (VI ლ.) – ვესნიაკის „ადაჟიო“ და როულის „მინიატურული კონცერტი“; ნინო გოგოლაძემ, მარიამ ბლიაძემ და ნინო კურტანიძემ ექვს ხელში შეასრულეს პაგანინის „კამპანელა“ და სტრეაბოგის „ბოლერო“.
ასევე ექვს ხელში შესრულდა ხაჩატურიანის „ვალსი“ ლერმონტოვის დრამისათვის „მასკარადი“.
ნორჩი პიანისტების შესრულებაში პედაგოგისა და თითოეული მოსწავლის უზარმაზარი შრომა, უდიდესი მონდომება და ძლიერი მოტივაცია იგრძნობოდა.
„ჰარმონიას“ პედაგოგმა ნანა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ სტუდია „ჰარმონია“ მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგ ციური ბლუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოსთვის ემზადება.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულში მოსწავლეთა სახლის დღის ბანაკი „ჩემმა მზემ“ საზეიმოდ დაიხურა
ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში პედაგოგთა თაობის ცვლა ვერ ხდება – ლალი ალექსიძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი