

14 ივლისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლშიმოქმედი ხუთდღიანი დღის ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა. დღის ბანაკის სამივე ჯგუფი საინტერესო პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
ჯგუფმა „წეროები“ (ლიდერი თამარ ჭიპაშვილი) იმერული სიმღერები და ცეკვები შეასრულა, ჯგუფმა „11 დალმატინელი“ (ლიდერი ნინო კვინიკაძე) მაყურებლის წინაშე აჭარული ფოლკლორი წარმოადგინა, „აისბერგმა“ (ლიდერი ლიზი დევდარიანი) – მეგრული.
მოსწავლეთა სახლის დირექტორის მოადგილე მაია ბლუაშვილმა მადლობა გადაუხადა დღის ბანაკის ხელმძღვანელს მარიამ თაბუკაშვილს, ბანაკის მონაწილეებს, რომლებმაც თითოეული დღის აქტივობები ერთად დაგეგმეს.
მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ ბანაკის მიზანი ახალგაზრდების ერთმანეთთან დამეგობრება, დროის შინაარსიანად და საინტერესოდ გატარება იყო.
პირველად დღის ბანაკი ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 2019 წელს მოეწყო.
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში დღის ბანაკი 10 ივლისს ამოქმედდა. პირველად დღის ბანაკი კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 2019 წელს მოეწყო.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის