დღეს, 14 ივნისს, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი – ევრო-2024 იწყება. ჩემპიონატს გერმანია მასპინძლობს.
ეს უეფას მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩამპიონატია ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ჩემპიონატი 16 ივლისამდე გაგრძელდება.
პირველი მატჩი დღეს, 14 ივნისს, 23:00 საათზე მიუნჰენში გაიმართება და ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს ჩემპიონატი ყველა უწინდელი ჩემპიონატებისგან განსხვავებული და ისტორიულია, რადგან მასში საქართველოს ნაკრები პირველად მონაწილეობს.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფშია თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად. პირველ მატჩს საქართველოს გუნდი 18 ივნისს, 20:00 საათზე გამართავს და თურქეთის ნაკრებს შეხვდება, 22 ივნისს 17:00 საათზე ჩეხეთის გუნდს, ხოლო 26 ივნისს 23:00 საათზე – პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადებიან ხარაგაულში. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, რეზო შერგელაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრების პირველ მატჩზე, ფეხბურთის მოყვარულებს ხარაგაულის კინოთეატრში გვეპატიჟებიან.
მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ საქართველოს ნაკრების ფოტოებითა და ატრიბუტიკით გაფორმებული მაისურები, კაშნები, ბრელოკები, დროშები და სხვ. გაიმართება ვიქტორინა.
20:00 საათზე კი მატჩს დიდ ეკრანზე შემოგვთავაზებენ.
წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.
ჩემპიონატის კალენდარს გაეცანით ბმულზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი