

სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია 3-9 ივნისის პერიოდში, როგორც დისტანციურად, ასევე სამდივნოების მეშვეობით განხორციელდება.
დისტანციურად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დაინტერესებულ პირებს ასევე შეულიათ მიმართონ სამდივნოებს, 2024 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (გამოცდის სამდივნოს მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 8 საგამოცდო ცენტრში (თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ჩატარდება.
გამოცდების ჩატარებას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,