„ბატონო ნოდარ, ქალბატონო ინგა, ბატონო კობა, ძალიან მაინტერესებს რატომ მოხდა ისე, რომ სოფელ ლაშეში გაზის შეყვანა სათუო გახდა. მჭირდება არგუმენტირებული პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა იყოს ბუნებრივი აირი, დავუშვათ, თეთრაწყაროში და არა ლაშეში. ხომ არ ავიწყდებათ, რომ გაზსადენი სწორედ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე გადის?!“ – ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს სოციალური ქსელით საჯაროდ ეკითხება თაკო ძიძიგური.
სოციალურ ქსელშივე პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე ასე ეხმაურება ქალბატონ თაკოს:
-გულწრფელი მადლობა, თაკო, თემის გააქტიურებისთვის.
ჯერ საერთო ინფორმაციისათვის: ჩვენ გვქონდა და გვაქვს ინტენსიური კონტაქტი გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან, რათა მათ ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია.
მოსამზადებელ ეტაპზე გაზიფიცირების წლიური გეგმის სავარაუდო მონახაზში იყო დაბა ხარაგაულის მიმდებარე სოფლები: ლაშე, ჩხერი, ჯაფაროული, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი და ბაზალეთი. კონკრეტულად ლაშესთან დაკავშირებით ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ მივმართეთ შესაბამის დეპარტამენტს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის თანხლებითაც და ველოდი, რომ ლაშე აუცილებლად მოხვდებოდა ამ გეგმაში. არ მახსენდება რომელიმე კვირა, როცა ამის შესახებ არ შეეხსენებინა თქვენს მაჟორიტარს ბატონ დემურ კალანდაძეს.
არსებული ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით შეადგინა სამინისტრომ დღეს არსებული გეგმა. თუმცა იქვე მითხრეს, რომ, სავარაუდოდ, იქნება რეზერვები და პირველ ყოვლისა ლაშის გათვალისწინება მოხდებოდა. გუშინაც (23 ივლისს) მქონდა საუბარი მინისტრის პირველ მოადგილესთან ქალბატონ მარიკა ვალიშვილთან, რომელიც შემპირდა, რომ უახლოეს ხანში მომაწვდის დაზუსტებულ ინფორმაციას. დიდი იმედი მაქვს, რომ რეზერვი წელსვე გამოჩნდება.
ცალკე თემაა ისლარი და ჯაფაროული, სადაც უშუალოდ „სოკართან“ მაქვს კონტაქტი, რომელსაც წელს სამუშაოების ინტენსივობით თავი დიდად არ გამოუჩენია. რაც შეეხება, იმას რომელი სოფლის გაზიფიცირება უნდა განხორციელდეს ადრე, თუ გვიან, ჩემი აზრით სიჩქარე ყველგან გვჭირდება და თეთრაწყაროელებსაც ისევე ეჩქარებათ გაზის შესვლა სოფელში, როგორც ლაშეს, ან ჩხერს.
იმედი მაქვს, მალე კარგ ინფორმაციას მოგაწვდით,“ – წერს ფეისბუქში ნოდარ ებანოიძე.
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და