

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში ამ კონკურსში მონაწილე 500 სკოლიდან 171 სკოლა გადავიდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში გადავიდნენ შემდეგი სკოლების ეკოკლუბები:
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ადმინისტრატორის, ლევან სებისკვერაძის ინფორმაციით, ნახევარფინალი ივლისის დასაწყისში ონლაინპლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით ჩატარდება, კონკურსის ფინალი კი ოქტომბერში იგეგმება.
ნახევარფინალის მონაწილე ხარაგაულელ ეკოკლუბებს კონკურსის შემდგომ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ.
ნახევარფინალში მონაწილე სკოლების სრული სია იხილეთ აქ.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!