ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შტატი შეიქმნა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი კონსულტაციებს გაუწევს და თავადაც ჩაერთვება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შექმნაში; შეაფასებს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მერიაში შესულ განცხადებებსა და საჩივრებს, იზრუნებს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე და სხვ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერის თანამდებობაზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, კონკურსი უახლოეს კვირებში გამოცხადდება. პირველ ეტაპზე დახურული კონკურსის გამოცხადებას გეგმავენ. კონკურსის შესახებ ინფორმაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე hr.gov.ge გამოქვეყნდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი