

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლაში 2016 წელს შეიქმნა ეკო კლუბი „მწვანე ხელები“, რომელიც ჩაერთო ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ და დღემდე აგრძელებს შესაბამისი აქტივობების განხორციელებას.
დღეს, 31 მაისს, დასრულდა კონკურსის პირველი ეტაპი – ქულების დაგროვება და ეკო კლუბმა გამართა შემაჯამებელი პრეზენტაცია, სადაც ეკო კლუბის წევრებმა მათე ხიჯაკაძემ და შოთა ზვიადაძემ მასწავლებელ ელისო არჯევანიძესთან ერთად ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე.
ეკოკლუბი ემზადება ნახევარფინალისთვის, რომელიც 2024 წლის ივლისში გაიმართება.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:
ამავე თემაზე
გარემოში პლასტმასის დაგროვებით სათბური აირები გამოიყოფა, რაც კლიმატის ცვლილებაზე ახდენს გავლენას
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს: