კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე ხელები“ „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში“ მოპოვებული წარმატებისთვის 6 ათას ლარიანი გრანტი დაიმსახურა. ამ თანხით სკოლის ეზოში სკვერი ეწყობა.
– „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, – ამბობს კიცხის სკოლის ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე, – ჩვენი სკოლა მერვე წელია, ამ კონკურსის მონაწილეა. რამდენჯერმე საუკეთესო ათეულში დაგვასახელეს. გასულ წელს, კი მეორე ადგილზე გავედით.
სკოლის სკვერში ხუთი ძელსკამი და ერთი მაგიდა თავისი სკამებით განთავსდა. უნდა შევიძინოთ მცენარეთა ნერგები, რომლებსაც ამ სკვერში დავრგავთ. ძალიან ლამაზი გარემო გვექნება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერება ამაღლდა.
ამას წინათ, დამლაგებელმა რომ სკოლის ეზოს ტერიტორიაზე ფოთლები მოაგროვა, მოსწავლეებმა ურნაში არ ჩააყრევინეს. ამ ფოთლებით აპირებენ სკვერისთვის კომპოსტის მიღებას, რაც საუკეთესო ბუნებრივი სასუქია. კომპოსტს მწვანილის მოსაყვანად გამოვიყენებთ, კიცხის საბავშვო ბაღი რომ მოვამარაგოთ.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში აქტივობებს უწყვეტად ვახორციელებთ. წლების განმავლობაში ამ პროექტში აქტიური მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის ბევრი საჩუქარი დავიმსახურეთ. ძალიან მიხარია, რომ მიღებულ ცოდნას უფროსკლასელები ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ და უმცროსებს უზიარებენ. ხშირად შემინიშნავს, როგორ ეუბნებიან, რომ ნარჩენები გზაში არ დაყარონ, სკამზე ფეხით არ დადგნენ, გარემოს მოუფრთხილდნენ და სხვ.
ჩვენი სკოლის ეკოკლუბის წარმატება მთელი სკოლის გამარჯვებად მიმაჩნია. თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, სკოლის დირექცია პროექტ „ნიკო კეცხოველის პრემიის“ აქტივობების განხორციელებაში გვერდით გვიდგას. ეს სტიმულს გვაძლევს, რომ ერთმანეთისთვის, გარემოსა და სკოლისთვის მეტი სასარგებლო საქმე გავაკეთოთ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ეკოკლუბის „მწვანე ხელები“ წევრები მასწავლებელ ელისო არჯევანიძესთან ერთად
ამავე თემაზე
კიცხის სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისტია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი