

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ 2 ივნისს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართება.
ახალგაზრდული „ოდეონი“ წელს მეორედ ჩატარდება.
კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია 31 მაისს, 14:00 საათზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12- 21 წლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს.
„ოდეონი“ 2 ივნისს დილით 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. თემა კონკურის დაწყებისას გამოცხადდება. კონკურსზე შექმნილ ლიტერატურულ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური (თავმჯდომარე პოეტი ლინა ბარათაშვილი).
ჟიურის შემადგენლობაში არიან – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.
ჟიური სამ საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს. შედეგები კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება
„ოდეონში“ მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს იზა ვეფხვაძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 557 19 23 32;
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა