26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მათი უმრავლესობა სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარია. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობას – ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ჩანთებს, ტყავის აქსესუარებს და სხვა.
ამასთან, სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილნი იქნებიან „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიები საკვებისა და სასმელის მიმართულებით, რომლებიც სტუმრებს ქართულ ნედლეულზე დამზადებულ წვენებს, თხილეულსა და ჩირეულს, ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელს შესთავაზებენ. ღონისძიების თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.
რუსთაველზე, სამეწარმეო მარკეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ფუდკორტი, მუსიკალური და ახალგაზრდული სივრცეები, სადაც სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ დასვენებასა და განტვირთვას.
26 მაისის სამეწარმეო მარკეტი საუკეთესო საშუალებაა ქართველი მეწარმეებისთვის წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ ის როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებლებს. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას და ქმნის ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი