

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომლის წევრიცაა გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“, ახორცელებს პროექტს „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის.“ ამ პროექტის ფარგლების დავინტერესდით, რა იციან ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა საკუთარი საარჩევნო უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
გვანცა ტალახაძე, 22 წლის, სოფელ ბაზალეთის მცხოვრები: -არჩევნები უნდა ჩატარდეს სრული გამჭვირვალობით. როდესაც კაბინაში შედიხარ, დამოუკიდებლად უნდა გააკეთო შენი არჩევანი და არა მეზობლის, გამგებლის ან თუნდაც ოჯახის წევრის თხოვნით. შენ თვითონ გაქვს პირადი ხედვა და უკეთ ხვდები, რა არის შენი ქვეყნისთვის უკეთესი. კიდევ ვიცი, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ხმის მიცემა არ შეიძლება. ვიცი, რომ აგიტაციას არ უნდა ეწეოდნენ საარჩევნო უბანზე.
ფოთოლა ბერაძე, 18 წლის, სოფელ ხიდრის მცხოვრები: -რომ ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული საარჩევნო პროცესებზე, არ იქნება მართალი. ძირითადი ინფორმაცია მაქვს ტელევიზიიდან და სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან. ვიცი, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია მივიდეს საარჩევნო უბანზე. დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლება, რომ ვისი არჩევაც სურს, მასზე შეაჩერებს არჩევანს. ვიცი ისიც, რომ 18 წლიდან ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
მიხეილ ლურსმანაშვილი,18 წლის, დაბა ხარაგაულის მცხოვრები: -მოქალაქის ვალდებულებაა, რომ გამოცხადდეს საარჩევნო ყუთთან იმ უბანში, სადაც არის რეგისტრირებული, დააფიქსიროს თავისი აზრი და შემდეგ დაელოდოს შედეგებს.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ადამიანს 18 წლიდან.
ბექა ბანცაძე, 20 წლის, დაბა ხარაგაულის მცხოვრები: -მაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. რა თქმა უნდა, ვისაც მინდა, იმას მივცემ ხმას. არჩევნები უნდა იყოს ფარული და უნდა ტარდებოდეს გამჭვირვალედ.
ნინო კაპანაძე
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და