
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით კალათბურთში მუნიციპალური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრება ნადაბურის სკოლის სტადიონზე ჩატარდა.
ამ ტურნირში ხევის (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე), ვერტყვიჭალის (მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე), ნადაბურის (მწვრთნელი გია შუნითიძე), ბორის (მწვრთნელი გიორგი მაჭავარიანი), ბორითისა (მწვრთნელი სულიკო დონაძე) და ვაშლევის (მწვრთნელი ლევან ყანჩაველი) სკოლებში მოქმედი კალათბურთის წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფინალში ერთმანეთს ხევისა და ბორითის სკოლების მოსწავლეთა გუნდები შეხვდნენ. მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებული ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი რევაზ შერგელაშვილი ამბობს, რომ სოფლებში, შეჯიბრებების მოწყობა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და სპორტით მათ დაინტერესებას ხელს უწყობს. მისი თქმით, მუნიციპალური პირველობების გამართვას სოფლებში სპორტის სხვა სახეობებშიც აპირებენ.
ფოტოზე: ხევის სკოლის კალათბურთელები მწვრთნელთან ერთად
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე, ხარაგაულის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას
დღეს, 26 მარტს, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის
2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)