

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა.
ვაჟა კვინიკაძე ამ სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებულია.
ვაჟას „ბოლო ზარის“ ღონისძიება სხვა კლასების მოსწავლეებმა გაულამაზეს. მას ცხოვრების სავალი გზები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ დაულოცა.
ლაშის სკოლის დირექტორი ნანა აბესაძე ამბობს, რომ ვაჟა ძალიან მოწესრიგებული და მშრომელი მოსწავლე იყო. თავად ვაჟა კვინიკაძე მომავალში ხელობის დაუფლებას აპირებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საშუალო სკოლა წელს 155-მა ახალგაზრდამ დაამთავრა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!