ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ მიაყენეს დაზიანებები ჟურნალისტებს, რომლებიც 1-ელ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას აშუქებდნენ.
„მთავარი არხის“ ცნობით, დაშავდა მათი სამი ოპერატორი. ზუკა ჩხირკვია წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას სახეში მოხვდა გაურკვეველი ბლაგვი საგანი, ხოლო ავთო მესხმა თავის არეში დაზიანება მიიღო. 9 აპრილის ქუჩაზე მუშაობისას დაშავდა ლუკა ლავრელაშვილი;
ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, რომელიც პარლამენტთან მუშაობდა, შსს-ს წარმომადგემნელმა დაარტყა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა;
დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის შესუნთქვის გამო მუშაობისას ცუდად გახდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ნიკა საჯაია და სალომე ბოკუჩავა. ორივე ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რეზინის ტყვიებით დაზიანდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი.
წინა დღეს, 30 აპრილს ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყანეს, პირადად თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებით ფიზიკურად დააზიანეს სულ ცოტა 14 ჟურნალისტი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი