

ერთი წელია, რაც ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ჩამოყალიბდა. სააგენტო მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციებისა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში.
სააგენტოს მიზნები ხარაგაულის კინოთეტარში ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ბიბლიოთეკარებსა და სტუდენტებს სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცვნეს.
უნარებისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსის, გიორგი კინწურაშვილის განმარტებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის შექმნა. ამისთვის სააგენტო აწარმოებს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სწავლებებს პრიორიტეტული მიმართულებებით.
ქვეყანაში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს მისცემს თანამედროვე ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან წვდომის საშუალებას. გამომგონებლებს ექნებათ საშუალება, დატესტონ ესა თუ ის თეორია და შექმნან გამოგონების პროტოტიპები.
გიორგი კინწურაშვილის ინფორმაციით, ოქტომბერში თბილისში იგეგმება პირველი ტექნოპარკის ამოქმედება, სადაც თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიები, კომპიუტერული და საკონფერენციო ოთახები განთავსდება.
„მთავრობამ პრიორიტეტულად ცნო ინოვაციური საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა. ხარაგაულის ბიბლიოთეკა ჩაერთო საპილოტე პროექტში და უახლოეს ხანში შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება,“ – აღნიშნა გიორგი კინწურაშვილმა.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების მთავარი სპეციალისტის ანა ბერიშვილის თქმით, ხარაგაულის ბიბლიოთეკაში შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრის დანიშნულება იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი წვდომაზე ხელშეწყობა, დაინტერესებული პირებისთვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება, დისტანციურ სწავლებასთან და დასაქმებასთან წვდომა, ტრენინგები კონკურენტუნარიანობის განვითარებისა და დასაქმებისათვის, საერთო სამუშაო სივრცის გამოყენება ინიციატივებისთვის.
ნინო კაპანაძე
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და