რამდენიმე საათია, რაც ფეისბუქში ჯგუფი – დაიტოვე შეიქმნა. თბილისში მცხოვრები მოქალქეები რეგიონებიდან ჩასულ ადამიანებს – ვისაც, აქციაზე ყოფნა სურს, უსასყიდლოდ სთავაზობენ სახლს, სადილსა და მოსასვენებელს.
ორგანიზატორების თქმით, ინიციატივა ხელს შეუწყობს უწყვეტ პროტესტს, რადგან ადამიანები შეძლებენ დედაქალაქში დარჩენას და თანამოააზრების გვერდით დგომას.
1 მაისის 13:08 საათის მონაცემებით, ჯგუფში უკვე 67 000 წევრია. მოქალაქეები ერთმანეთს ტრანსპორტის, კვების, სახლის და გზის დაფინანსებას სთავაზობენ.
დახმარების სურვილი ასევე გამოთქვეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ემიგრანტებმა.
შეიქმნა ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შემოსული თანხით პროტესტის მონაწილეებს საკვებს, დასარჩენს, სამედიცინო დახმარებასა და სხვა საჭიროებებს უფინანსებენ. გადარიცხვის პროცესი გამჭვირვალეა.
„ვერ ვიქნები გრანდიოზული ჩემი ჯიბიდან გამომდინარე, მაგრამ შემიძლია 10 ადამიანის ღამის გასათევი + კვების თანხა დავაფინანსო. ეს არის ის, რისი გაკეთებაც წრფელი გულით შემიძლია“.
„რაღაცა დანაზოგი მააქვს. შემიძლია 20-30 ადამიანს დავუფინანსო მგზავრობა და საკვები.. არ მოგერიდოთ, მეგობრებო, წინ ევროპისკენ“.
„30-ში დაბადების დღე მქონდა, თუმცა ახლა პირადი ბედნიერების და გართობის დრო ნამდვილად არ არის. ჰოდა, ამ დღისთვის ნაყიდი საკვებით მინდა მაქსიმალურად დაგეხმაროთ და მითხარით სად და როგორ?“ – წერენ მოქალაქეები ფეისბუქ-ჯგუფში.
ამ დროისთვის მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისისკენ წასასვლელად ორგანიზდებიან. ჯგუფის ინიციატორები მარიამ ბაბუნაიშვილი და ხელოვანი ნენსი ვოლანდ არიან.
ამ მომენტისთვის ინიციატივის ფინანსურ ნაწილს ჟურნალისტები ნანუკა ჟორჟოლიანი, თეონა ცხომელიძე, მასწავლებელი – ლადო აფხაზავა ხელმძღვანელობენ.
გთხოვთ გაავრცელოთ ანგარიშის ნომრები დახმარების მსურველთათვის:
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი