

ნანა მალაშხია, – ქალი ევროკავშირის დროშით, – საჯარო მოხელეებს სოციალური ქსელით მოუწოდებს:
„მე, საჯარო მოხელემ, ნანა მალაშხიამ, დავდე ფიცი საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების დღეს, მოვაწერე ხელი და ინახება ჩემს პირად საქმეში.
ვასრულებ ფიცს, „შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებსა და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი“.
ახლა 04.30-ია, უკვე სახლში ვარ. მალე გათენდება და მივდივარ პირდაპირ პარლამენტთან და დავდგები ხალხთან ერთად ჩემი ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად, ჩემი ქვეყნის ისტორიული არჩევანის, ჩემი ქვეყნის მომავლის დასაცავად. იქ, სადაც საჯარო მოხელეები უნდა იდგნენ პირველ რიგებში. მივმართავ საჯარო მოხელეებს, შემომიერთდით.
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!“ – საკუთარი ფეისბუქგვერდით მიმართავს ნანა მალაშხია საჯარო მოხელეებს.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა